ტრენინგის მეცხრე დღე, ჩვეულებისამებრ, ნაყოფიერი აღმოჩნდა, გავიმეორეთ გავლილი მასალა, დავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიოები , ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციებზე, ვიმუშავეთ ბლოგში. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები, ტრენინგის მონაწილეებმა ძალიან საინტერესოდ წარადგინეს განსახორციელებელი პროექტების მიზანი, ისაუბრეს თემის აქტუალობაზე. გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები და მივეცით რჩევები. შევაჯამეთ ტრენინგი. დარწმუნებული ვარ, ინტელის კურსის გავლის შემდეგ ჩემი გაკვეთილები, ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით, უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.ტრენინგის კურსის გავლა ასევე დამეხმარება ვიმუშავო საოფისე პროგრამებში,შევქმნა სასწავლო რესურსები და მოვამზადო პრეზენტაზიები. დიდი მადლობა მასწავლებლის სახლს და ქალბატონ ქეთი ცერაძეს საინტერესო ტრენინგისათვის.
ინტელის სასწავლო კურსი
Monday, July 16, 2018
Friday, July 13, 2018
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღე ძალზე საინტერესო იყო. გავიმეორეთ განვლილი მასალა. შევქმენით ფასილიტაციის რესურსი.მოვაწესრიგეთ ჩვენი საქაღალდე და გადავიტანეთ ჯერ დრაივზე, ხოლო შემდეგ ბლოგზე.ტრენინგი ნაყოფიერი იყო.ვფიქრობ,ტრენინგზე მიღებული უნარ- ჩვევები გამომადგება ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
Wednesday, July 11, 2018
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღე ჩვეულებრივად განვლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ.შემდეგ ვიმუშავეთ განსხვავებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა პროექტში ჩართულობასა და პროექტის სასწავლო გეგმაში სასწავლო პროცედურების ეტაპობრივად გაწერაზე. ტრენინგის მეშვიდე დღე საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. აქ მიღებული ცოდნა დამეხმარება მოცემული პროექტი განვახორციელო ჩემს მოსწავლეებთან. იმედია,პროექტი მოეწონებათ ბავშვებს და აქტიურად ჩაერთვებიან მუშაობაში. პროექტზე მუშაობა დაეხმარება მათ ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაში. მადლობა მასწავლებლის სახლის ტრენერს, ქალბატონ ქეთი ცერაძეს სატრენინგო მასალის საინტერესოდ გადმოცემისთვის.
Tuesday, July 10, 2018
ტრენინგის მეექვსე დღე
გავიმეორეთ გავლილი მასალა.შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია.გადავხედეთ სხვადასხვა გეგმის ნიმუშებს.გავეცანით სასწავლო პროექტის პროცედურებს, შეფასების რუბრიკებს. დღემ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
Saturday, July 7, 2018
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეც წინა მასალის გამეორებით დავიწყეთ.შემდეგ დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები. გავაკეთეთ კომენტარები ჯგუფის წევრების ბლოგებზე. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე. ვისწავლეთ მოსწავლის ბლოგის შექმნა.მოსწავლის ბლოგში სურათებისა და გაჯეტების ჩასმა. ტრენერმა სატრენინგო მასალა ძალიან გასაგებად და საინტერესოდ გადმოგვცა.
Thursday, July 5, 2018
ტრენინგის მეოთხე დღე
არანაკლებ ნაყოფიერი იყო ტრენინგის მეოთხე დღე, რომელიც ჩვეულებრივ განვლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ.ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე.კერძოდ, შეფასების ფორმებზე, განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებაზე პროექტის ეტაპების მიხედვით. განსაკუთრებით საინტერესო იყო მასწავლებლის პრეზენტაციის გაკეთება pover point-ში. ტრენინგის მეოთხე დღე ძალზე საინტერესო იყო.მადლობა მასწავლებლის სახლის ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის.
Tuesday, July 3, 2018
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღე ძალიან ნაყოფიერად წარიმართა. გავიმეორეთ წინა მასალა. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შედგენაზე, ვიმსჯელეთ ზმნებზე,რომლებიც უნდა გამოვიყენოთ პროექტის მიზნის შედგენის დროს.ყურადღება გავამახვილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისობაზე პროექტის გეგმასთან, ვისწავლეთ სტანდარტის გადმოტანა,ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე.
Subscribe to:
Posts (Atom)