Sunday, July 1, 2018

ტრენინგის მეორე დღე

    ტრენინგის მეორე დღე ძალიან საინტერესო  აღმოჩნდა. ტრენერმა გამოგვკითხა საშინაო დავალება. განვიხილეთ კოლეგების არჩეული პროექტების სახელწოდებები. გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს,დავამზადეთ სარეკლამო ბუკლეტი, ვისწავლეთ მისი შენახვა სასწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში.უსაფრთხოების მიზნით ვისწავლეთ ჩვენი საქაღალდის შენახვა დრაივში.
      ვფიქრობ, ტრენინგის მეორე დღეს მიღებულ უნარ- ჩვევებს გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. 

Saturday, June 30, 2018

ტრენინგის პირველი დღე

       ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით. ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზნები, გაგვაცნო სახელმძღვანელო.გვასწავლა დოკუმენტების შენახვა. გვამუშავა პორტფოლიოს შექმნაზე.ასევე გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს
ტრენინგი ძალიან სასიამოვნოდ წარიმართა.